კრემის თუ მარციპანის ტორტი?

ვიცი, დიდ ხანს ბჭობ და საგანგებოდ არჩევ სადღესასწაულო ტორტს. ამიტომაც გადავწყვიტე საქმე გაგიადვილო და რამდენიმე კარგი რჩევა მოგცე:
  1. თუ შენი რჩეული ტორტი მკვეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, გირჩევ არჩევანი მარციპანის ტორტზე შეაჩერო, რადგან კრემს მკვეთრი ფერის მისაღებად უხვად დასჭირდება საღებავი; მარციპანში საღებვის რაოდენობა საგრძნობლად ნაკლებია.
  2. გიყვარს ტორტები ნოტიო ბისკვიტით და კრემიანი საფარით? გაითვალისწინე, რომ ასეთი ტორტი ვერ უძლებს მძიმე ფიგურების და დეკორაციების წონას. ამ შემთხვევაში მარციპანის დაფარვა ბევრად უფრო მდგრადია.
  3. თუ გსურს არასტანდარტული (მაგ.: გემის, მანქანის, სასახლის, ცხოველის და სხვა) ფორმის ტორტის შეკვეთა, გახსოვდეს, რომ მარციპანი იძლევა სხვადახვა კონსტრუქციის და ფორმების მიღების საშუალებას, მაშინ როცა კრემის სტრუქტურით მსგავსი ვიზუალის მიღება შეზღუდულია.
  4. მაღალი ტემპერატურის დროს, მარციპანი ინახავს ტორტის შიგთავსს უფრო დიდი ხნით, ვიდრე კრემიანი ტორტი. შესაბამისად, ხანგრძლივი ფოტოსესიის, ტრანსპორტირების ან წვეულების დროს, გირჩევთ არჩევანი შეაჩეროთ მარციპანის ტორტზე.

 

შენ რომელ ვარიანტს ირჩევ? – კრემის თუ მარციპანის ტორტს? მოგვწერე კომენტარში.

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: