მიტან-მოტანის ამბავი

ჩემებურ სიხრაშუნეებს კი ყველასთვის ვქმნი და გულსაც თან ვაქსოვ, მაგრამ აი, მიტან-მოტანის ამბავზე ცალკე უნდა გითხრა 

კი იცი, გლოვო-ელვისი მეგობრად გავიხადე და ტკბილი ამბების შენამდე მოსატანად უბან-უბან ხეტიალსაც მოვუხშირე👇

  • საბურთალო (ელვისი, გლოვო)
  • დიდი დიღომი (ელვისი, გლოვო)
  • დიღმის მასივი (ელვისი, გლოვო)
  • გლდანი (ელვისი)
  • ავჭალა (ელვისი)
  • თემქა (ელვისი)
  • სანზონა (ელვისი) 

 

ჰოდა, რა დღესაც არ უნდა დაგჭირდე, დილის 11-დან რომ ვიწყებ ხრაშუნა ამბების ფოსტალიონობას, ღამის 10-მდე აღარ ვამთავრებ. 

მომაქვს ჩემი სიხრაშუნები და გზაში იმაზე ფიქრი არ მასვენებს, აწი რით გაგაოცო. მინდა, კიდევ ბევრი სიახლე და სიფერადე მოგართვა. აქცია-ფასდაკლებებითაც გაგანებივრო და თავი ტკბილად დაგამახსოვრო. 

ესეც უნდა ვთქვა,  ორცხობილების შეძენა ჩემს ვებ გვერდზეც არხეინად შეგიძლია. შეარჩიე, შეიძინე, მესტუმრე და თავადვე წააცუნცულე ცინცხალი სიხრაშუნეები.

 

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: