ვიცი, დიდ ხანს ბჭობ და საგანგებოდ არჩევ სადღესასწაულო ტორტს. ამიტომაც გადავწყვიტე საქმე გაგიადვილო და რამდენიმე კარგი რჩევა მოგცე:
- თუ შენი რჩეული ტორტი მკვეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, გირჩევ არჩევანი მარციპანის ტორტზე შეაჩერო, რადგან კრემს მკვეთრი ფერის მისაღებად უხვად დასჭირდება საღებავი; მარციპანში საღებვის რაოდენობა საგრძნობლად ნაკლებია.
- გიყვარს ტორტები ნოტიო ბისკვიტით და კრემიანი საფარით? გაითვალისწინე, რომ ასეთი ტორტი ვერ უძლებს მძიმე ფიგურების და დეკორაციების წონას. ამ შემთხვევაში მარციპანის დაფარვა ბევრად უფრო მდგრადია.
- თუ გსურს არასტანდარტული (მაგ.: გემის, მანქანის, სასახლის, ცხოველის და სხვა) ფორმის ტორტის შეკვეთა, გახსოვდეს, რომ მარციპანი იძლევა სხვადახვა კონსტრუქციის და ფორმების მიღების საშუალებას, მაშინ როცა კრემის სტრუქტურით მსგავსი ვიზუალის მიღება შეზღუდულია.
- მაღალი ტემპერატურის დროს, მარციპანი ინახავს ტორტის შიგთავსს უფრო დიდი ხნით, ვიდრე კრემიანი ტორტი. შესაბამისად, ხანგრძლივი ფოტოსესიის, ტრანსპორტირების ან წვეულების დროს, გირჩევთ არჩევანი შეაჩეროთ მარციპანის ტორტზე.
შენ რომელ ვარიანტს ირჩევ? – კრემის თუ მარციპანის ტორტს? მოგვწერე კომენტარში.



