პასკის ცუკატების მომზადება

სანამ ჩემებური ნოყიერი პასკების ცხობისთვის ვემზადები, ფორთოხლის არომატული ცუკატების მარტივი რეცეპტი მინდა გაგიზიარო!

  1. ფორთოხალს კანი გააცალე, შემდეგ კი ქერქს შიდა თეთრი რბილობი მოაცილე და კანი დაჭერი წვრილად;
  2. აწონე დაჭრილი მასა და ზუსტად იგივე წინის შაქარი და ფორთოხლის წვენი მოამზადე;
  3. იმისათვის რომ კანს სიმწარე დაეკარგოს და ცუკატი გამოვიდეს ტკბილი და არომატული, დაასხი მარილწყალი დაჭრილ მასას (მარილწყალი: 1 ლიტრ წყალზე 1 სავსე ჩაის კოვზი მარილი);
  4. დაადგი ცეცხლზე და მხოლოდ 2 წუთით ადუღე შემდეგ კი ეგრევე გადაწურე და ცივი წყალი გადაავლე;
  5. ეს პროცესი 3-4ჯერ გაიმეორეთ (იხილეთ #4).

აბა ნახე, ქარვისფერი ცუკატები როგორ გააგემრიელებს და გაახალისებს შენს პასკებს!

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: