გადავწყიტე, მეტად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღის სანაქებოდ აღნიშვნაში დაგეხმარო და ჩემი წილი ხრაშუნა რჩევებითაც მოგამარგო.
ბეიბი შაუერის დღესასწაულისთვის მინდა შესაფერად მოგამზადო. მაგიტომაც მოგიმზადე ეს მეტად საყვარელი და ტკბილ-ტკბილი ორცხობილები. მილიონი აზრი და იდეა მიტრიალებს თავში ისეთი, შენც რომ სიამაყით უმასპინძლო და სტუმრებიც სასიამოვნო ემოციებით აავსო. მე რომ მკითხო, საერთო სიხარულს სწორედ ის პატარ-პატარა ბედნიერებები ქმნის ტკბილი, ხრაშუნა და ფერადი რომაა.

პირველ რიგში გეტყვი, რომ როგორც მასპინძელს, მართალია დიდი მისია გაკისრია, მაგრამ საშიში არც არაფერია. ყველაფერი ისე გამოგივა, როგორც დაგეგმავ და ეგ კი არა, მჯერა მოლოდინსაც გადააჭარბებ.
მოდი, აქვე მხიარული ბეიბი შაუერის დღესასწაულის პატარა სახელმძღვანელოს გაგიზიარებ და ამისთვის რამდენიმე იდეასაც გაჩუქებ.
ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი აზრია ერთი თემის შერჩევა და მთელი ზეიმის ერთი კონცეფციის ქვეშ გაერთიანება. იდეებს კი რა დალევს? გაიხსენე შენი საყვარელი, ფილმები, ნაწარმოებები, კომიქსები, ანიმაციები და რაც გინდა სულო და გულო, შეგიძლია ყველაფერი შენი გემოვნებით, ერთ სტილში მორთო.
მრავალფეროვანი და რაც მთავარია, არც ერთი წამით მოსაწყენი დღისთვის იმასაც გეტყვი, სად რა მოაწყო და როგორ.

- ჩაის კუთხე
- მხიარული თამაშები
- ბუფეტი
- კოქტეილები
- საჩუქრების გახსნის ცერემონიალი
- გოგონების წვეულება
ჩაის კუთხე სწორედ ის ადგილია, სადაც ჩემს ტკბილ სიხრაშუნეებთან ერთად საყვარელ მეგობრებისგან საინტერესო ამბებს, რჩევებსა და გამოცდილებებს გაიზიარებ.
მხიარული თამაშებით დღესასწაულს სიხალისით აავსებ.
ბუფეტში ლამაზი და გემრიელი სენდვიჩებით, მსუბუქი სალათებითა და სხვა წასახემსებლებით ისიამოვნებ.
ფერადი უალკოჰოლო კოქტეილებით განწყობასაც გაიხალისებ და გასაგრილებლად მშვენიერ საშუალებასაც იპოვი.
აქვე შეგიძლია საჩუქრების გახსნის ცერემონიაც მოაწყო.
თუ მხიარულმა დროსტარებამ გვიანობამდე გასტანა საუკეთესო დაგვირგვინებად გოგონების ღამის წვეულებაც შესანიშნავი იდეაა. ფილმებიდანაც გეხსომება, პიჟამებში გამოწყობილი მეგობრები, სურნელოვანი სანთლებისა და ფუმფულა ბალიშების ფონზე.
მოკლედ, ნურაფერზე იღელვებ. ჩემს სიხრაშუნეებთან ერთად შენს გვერდით მიგულე და თუ კი რამ კითხვა გექნება, კომენტარებში დაგელოდები.




