შვრიის საუზმე ჩემებურად

გინდ ბავშვმა და გინდა უფროსმა, დილა ნოყიერი საუზმით თუ არ დაიწყე, ისე სად გაგონილა? 

ჰოდა, მეც ბაღის ბავშვივით გავჯიუტდი და კაი ამბავიც გადავწყვიტე! მე მაიბი არ ვიყო, შვრიის ფაფა თუ არა, ჩემებური შვრიის სიხრაშუნეები მაინც თუ არ შეგაყვარო! 

ხელები ავიკაპიწე და ისეთი შვრიის ორცხობილები გამოგიცხვე, დილით ბალიშს რომც ვერ ეთხოვებოდე, სისხამზევე წამოგახტუნებს, ფინჯანში რძეს ან ყავასაც ჩამოგასხმევინებს და გემრიელადაც გასაუზმებს. 

ჩემებური შვრიის სიხრაშუნეების ნაირგვარობაზე, ცალკე უნდა მოგიყვე!

ჯერ პატარა ონავრები ამოვიღე მიზანში და ორცხობილები ბავშვების გულის გასახარად, ნაირფერი, ტკბილ-ტკბილი წინწკლებით მოვრთე, ოღონდ არ შეგეშინდეს,  მხოლოდ ცილას და შაქარს მცირედი საკვები საღებავი დავუმატე.  

მერე ჩემი ორცხობილები შოკოლადის წვეთებით გავახალისე და აქვე გემოების დღესასწაულიც მოგიწყვე

ბოლოს კი, ჩემი სამეფო შოკოლადი არ დავიშურე და ისეთი სიხრაშუნეები შევქმენი, რომ მკითხო შვრიის ორცხობილაა შოკოლადით თუ შოკოლადის ორცხობილა შვრიით, დანამდვილებით ვერც გიპასუხებ… 

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: