სადღესასწაულო ხემსი ჩემი გაფორმებით

ტკბილეულის დღესასწაულმაც ჩაიარა და მეც ამდენი საქმისგან, ძლივსღა ამოვისუნთქე, რაც მე ნაირ-ნაირები ვაცხვე და ვამზადე…

ტკბილეულზე ხომ ბევრი გელაპარაკე და ახლა ერთი-ორი სიტყვა ჩემებურ საჰელოუინო, ან უბრალოდ სადღესასწაულო ხემსზეც მინდა გითხრა. 

მთავარია გახსოვდეს, რომ რაც არ უნდა მოიფიქრო, ყველაფერი შეგიძლია შენს გემოზე გააფორმო, სენდვიჩები, კანაპეები ან რასაც ინატრებ სულო და გულო.

შენი არ ვიცი და, მე განსაკუთრებულად მიყვარს პატარა, ნოყიერი ხემსების გემრიელად მოლამაზება და რას აღარ ვიგონებ ხოლმე.  მაგალითად, გასაფორმებლად ხშირად ვიყენებ ზეთის ხილს, მისგან ჩინებული თვალები გამომდის. აი, ყველის ფირფიტები ხომ საერთოდ ზედგამოჭრილია ჰელოუინის დეკორაციებისთვის გინდა მოჩვენებად, გინდა ზომბად და გინდაც თავის ქალად.

ჰოდა, აქვე ჩემს საყვარელ სენდვიჩზეც მოგიყვები. თან გასწავლი, თან შეგახედებ, როგორი გამომივიდა:

ტოსტის პურს ქერქი მოვაცალე და გულისგან რუმინელ ვამპირსაც რომ შეშურდება, ისეთი სასახლეები გამოვჭერი. ლორი და ყველი თხელ ნაჭრებად ჩავალაგე, კრემყველისგან საუცხოო სოუსიც მოვამზადე და ყველაფერი გახუხულ პურის გულებშიც მოვათვსე. სოუსის შეზავების ამბავს თუ იკითხავ შენი გემოვნებისთვის მომინდია. თუ სენდვიჩის სიხრაშუნით გახალისება მოგინდება, შეგიძლია კიტრი, სალათის ფურცლები ან რამე სხვაც გამოიყენო.

უკანასკნელ შტრიხს რაც შეეხება, მე დამარინადებული ჯინჯერისგან ჯვრის ფორმები ამოვჭერი, თუმცა შეგიძლია, იმავე ფორმაზე წითელი ბულგარულებიც მიჭრა-მოჭრა.

 

ერთი სიტყვით, ყველაფერმა საუცხოოდ და რაც მთავარია, გემრიელად ჩაირა! 

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: