სიცხესთან ბრძოლის ჩემებური საიდუმლო

სიტკბო და სიხრაშუნე ხომ თავისთავად ნეტარებაა და,  სიგრილე რომ დაუმშვენებს გვერდს, ხომ წარმოგიდგენია… ახლა სწორედ რომ ზაფხულისთვის ზედგამოჭრილი ტკბილი სუფრა უნდა გაგიშალო და ჯადოსნური შარბათის მომზადებაც გასწავლო. 

შარბათისთვის დაგჭირდება: 

  • 2 პატარა კონა რეჰანი
  • 2,5ლ მდუღარე წყალი
  • 100გ შაქარი
  • ორი ლიმნის წვენი
  • 1ჩაის კოვზი ლიმნის ცედრა
  • ვანილი

 

ცინცხალი რეჰანის საუცხოო შეფერილობით რომ მოჯადოვდები, მერე მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელში დააყენე. დაუმატე არომატული ლიმონის წვენი და ვანილი. სიამოვნება მერე ნახე სიქორფავის სურნელი რომ თავბრუს დაგახვევს. გააგრილე და გადაწურე. ნაწილი სითხე ყინულის კონტეინერში გადაიტანე და გაყინე, ნაწილი კი მაცივარში გემრიელად ჩააცივე. 

სულ მალე ძვირფასი, ვარდისფრად შეფერილი ყინულიცა და მთელი შარბათიც შენს განკარგულბაში იქნება. 

ამ საუცხოო სასმელთან ერთად ჩემებური წითელი ხავერდისა და ლიმონის სიხრაშუნეებიც აუცილებლად მოიმარაგე და მერე მითხარი, ზაფხულის სიცხე და პაპანაქება კიდე თუ გაგახსენდება.

ისიც მაინტერესებს, შენ როგორ უმკლავდები მწველ ზაფხულს და თუკი რამ შენებური საიდუმლოება გაქვს. ერთი სიტყვით, თუ შენს რჩევას კომენტარებში გამიზიარებ, ვალში არც მე დაგრჩები.

 

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: