ვაკანსია

ხრაშუნა ამბავ-შემოთავაზებით მოვედი!

ასე გადავწყვიტე, ამ ზაფხულს უქმად ჯდომა არ დაგაცადო. ჩემი ორცხობილების დახლიდარობა მინდა გიბოძო.

ერთი სიტყვით, მთელი ჩემი სიხრაშუნეების აღებ-მიცემობის ამბავი შენზე იქნება. “ბაზარი ორბელიანზე” ტკბილად მოგაკალათებ, ჩემს ნუგბარსაც კარგად გაგაცნობ და საკუთარივით შეგაყვარებ.

ეს კი იცოდე, წამით არ მოგეწყინება, გინდა კლასიკური ორცხობილებით, გინდაც სადღესასწაულო სიხრაშუნეებით შეგაქცევინებ თავს. აგერ, ჩემს ვებ გვერდზე ან ფეისბუქ პლატფორმაზე ამათვალიერ-ჩამათვალიერე და შთაბეჭდილებაც შეგექმნება.

მოდი, ცოტა დავწვრილმანდები და სამუშაო პროცესზეც მოგახსენებ:

 

სისხამ დილით წამოხტომას არ გთხოვ, 12:00-20:00 შუალედში  ჩემი ორცხობილები შენს განკარგულებაში იქნება. კვირა-ორშაბათს დასვენების დღედ ვაცხადებ. ანაზღაურების ამბავს რაც შეეხება, 550 ლარს ბონუსთან ერთად ჩაგახუტებ.  ეს კი იცოდე, ინგლისურ-რუსულის ფლობაც საუბრის დონეზე ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანია.

იმდენ რამეს მოგიყვები სიხრაშუნეებზე… ტკბილ ამბებს არ მოგაკლებ.  თუ მოისურვებ, ორცხობილების მოხატვის ხელოვნებასაც შეგასწავლი და მომზადების პროცესშიც სიხარულით ჩაგრთავ.

აწონ-დაწონე ჩემი შემოთავაზება და პასუხი ელ.ფოსტაზე- maibeebakery@gmail.com ან ფეისბუქ გვერდზე შემატყობინე.

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: