ასე მგონია, მოღრუბლული კვირა დღის ეშხს შენც ჩემსავით აფასებ, ჰოდა მინდა, აქვე ჩემი განწყობის საკითხავით, ჩემივე ორცხობილებთან ერთად მოგამყუდროვო.
ის დროა, როცა ზაფხული მთელი თავისი ცხრათვალა მზითა და პაპანაქებით, დროებით გვერდზე უნდა გადადო და ქარიშხლიან უღელტეხილებს მისცე თავი, ემილი ბრონტეს ნისლიანი ამბების სამყაროში.

წიგნით თავს რომ შეიქცევ და უღელტეხილის ქარი შენც ჩემსავით დაგიწყებს ქროლვას, სიამოვნების ჟრიალს ჩემი სიხრაშუნეებით გაგიხანგრძლივებ. ერთი სიტყვით, უქმე დღისთვის საჭირო კომფორტს მე გაგიჩენ!
შენ კი არა, მეც მომეხალისა აივანზე ტკბილად ჩაჯდომა, არომატულ ჩაისთან ნაირფერი ორცხობილები და ბრონტეს მისტიკურ სამყაროში ჩემი მოგზაურობის გადამეორება.
პ.ს
ეს თუ არა, საკითხავზე შენს რჩევასაც სიხარულით ვიღებ და აქვე, კომენტარების ველში გელი.




