გზამკვლევი ჩემთან სტუმრობისთვის

შენ სტუმრობით გამახარე და დახვედრა მე რომ ვიცი, ისეთი უნდა!

 

1-ელი ივლისიდან “ბაზარი ორბელიანზე” (ვეკუას 3ა) ჩემს დახლთან დაგელოდები და ცნობა არ გაგიჭირდება. როგორც შენობაში შემოხვალ, მარცხნივ, მეორე დახლთან, ჩემი ნაირფერი სიხრაშუნეებით მომაგნებ.

 

ხემსზე რომ არ მოგიპატიჟო და ჩემი პრემიუმ ორცხობილები სათითაოდ, შენი გემოვნებით რომ არ შეგარჩევინო, ისე რა მომასვენებს?!

 

ეგ კი არა, მეგობრის სასიამოვნოდ გაოცება თუ გაგივლის თავში, უსათუოდ მაცნობე, ისეთ ასორტს შემოგთავაზებ, ფრთხილად იყავი, თავადაც გაოცებული არ დამირჩე.

 

აქვე,  ქართული ტრადიციებით სავსე, ფოლკლორულ ყაიდაზე მოჭიქულ ორცხობილებსაც არ დავიშურებ და ჩვენებურად მოგალხენ.

 

არც ხმაური მაშინებს და სიცელქეც ჩემი მოგონილი მგონია, ჰოდა, პატარებისთვის სანაქებო დახვედრაც არ შემეშლება, მხიარული ტორტსართავებით და კიდევ ბევრი სიახლით გაგანებივრებთ.

 

ბევრს რომ აღარ მივედ-მოვედო, ჩემი დახლი 12:00-20:00 საათებში ღია იქნება და მეც გიმასპინძლებ ყოველდღე, ორშაბათის გარდა.

 

შენი ტკბილი ამბების მაცნე, მაიბი

გაზიარება: